ლას ვეგასში ჯონ ჯონსი დააკავეს

გასულ ღამეს, UFC-ს ლეგენდა, ჯონ ჯონსი ლას ვეგასში დააკავეს. ქვემძიმე წონის ყოფილ ჩემპიონს ბრალი ოჯახურ ძალადობაში ედება. აღსანიშნავია, რომ ჯონსი ვეგასში განსაკუთრებული მიზეზით იმყოფებოდა – იგი, ჯორჯ სენტ პიერთან ერთად UFC-ს დიდების დარბაზის წევრი გახდა, სწორედ ამ ღონისძიების შემდეგ დააკავეს ჯონი.

“ჯერ-ჯერობით სრული ისტორია არ ვიცით, წინასწარ კომენტარს არ გავაკეთებ. როგორც კი ჯონთან საუბრის საშუალება მომეცემა, მაშინ ყველაფერში გავერკვევით” – თქვა ჯონსის მრჩეველმა ESPN-თან საუბრის დროს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჯონსი მსგავს პრობლემაში ეხვევა. ჩემპიონი გასულ წლებში არაერთხელ იყო დაპატიმრებული და ნასამართლევი მთელი რიგი ბრალდებების გამო – ნარკოტიკების მიღება, არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვა, იარაღის უკანონოდ ტარება და ა.შ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დენა უაითმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის უკვე მსგავსი რამ ჯონსისგან გასაკვირი აღარ არის. ჯონსის ქაოტურმა და არაპროგნოზირებადმა საქციელებმა, UFC-ს აქამდე არაერთი პრობლემა შეუქმნა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *