ფინელი მძიმე ფორვარდი ლაური მარკანენი ნბა-ს ახალ სეზონს „კლივლენდ კავალიერზში“ დაიწყებს.
ინსაიდერ ედრიან ვოიჟნაროვსკის ინფორმაციით ლაური „კავალიერსში“ სამმაგი ტრეიდის შედეგად გადავიდა, რომელშიც მონაწილეობა „ჩიკაგომ“, „პორტლენდმა“ და „კლივლენდმა“ მიიღეს.
მარკანენის ახალი კონტრაქტი 4 წლიანია, რომლის განმავლობაშიც ფინელი კალათბურთელი 67 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. სამი გუნდის მიერ განხორციელებული გაცვლების შედეგად „პორტლენდმა“ საკუთარი შემადგენლობა მძიმე ფორვარდით – ლარი ნენსი ჯუნიორით შეავსო.
„კლივლენდი““ – ლაური მარკანენი
„ჩიკაგო“ – დერიკ ჯონსი, 1 რაუნდის პიკი „პორტლენდისგან“ (დაცული ლატარეაში), მეორე რაუნდის პიკი „კლივლენდისგან“
„პორტლენდი“ – ლერი ნენსი ჯუნიორი
შეგახსენებთ, რომ მარკანენი ‘ჩიკაგომ“ 2017 წლის დრაფტზე მე-7 ნომრად აირჩია. გასულ სეზონში ფინელი კალათბურთელის სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა – 13.6 ქულა და 5.3 მოხსნა 25.8 წუთში. ლაური თამაშიდან ნასროლი ბურთების 48%-ს აგდებდა, ხოლო პერიმეტრიდან 40.2%-ს.
ნენსი, 2015 წლის დრაფტზე 27-ე ნომრად იქნა არჩეული, ლერიმ გასულ სეზონში 35 მატჩი ჩაატარა (27 სასტარტოში) „კლივლენდის“ შემადგენლობაში, აგროვებდა რა საშუალოდ 9.3 ქულას, 6.7 მოხსნას, 3.1 პასს და 1.7 ჩაჭრას.
ფორვარდი დერიკ ჯონსი 2016 წლის დრაფტზე არავინ არ აირჩია, თუმცა მან მაინც მოახერხა ნბა-ში თამაში. 2020/21 წლების სეზონში დერიკმა „პორტლენდის“ რიგებში 58 მატჩი ჩაატარა (43 სასტარტოში), აგროვებდა რა საშუალოდ 6.8 ქულა და 3.5 მოხსნას. ჯონსის კონტრაქტი 2022 წელს იწურება, მომავალ სეზონში კი მისი ხელფასი – 9.7 მილიონი დოლარი იქნება.