ლაუტარო ინგლისში უნდათ

ლაუტარო მარტინესის მომავალი კვლავ ბუნდოვანია. მართალია შარშან ზაფხულში ინტერთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა, თუმცა Calciomercato-ს ცნობით, მისი ამბავი ისევ გაურკვეველია.

The Sun-ის ინფორმაციით, არგენტინელმა კარიერა შესაძლოა არსენალში გააგრძელოს. ლონდონელები მის შეძენას ზაფხულში შეეცდებიან. არტეტას გუნდს ლაუტაროს გადაბირება შარშანაც სურდა და კვირაში 275 ათასი ფუნტი შესთავაზა, თუმცა ამაოდ. ბოლო ცნობებით, მეთოფეებმა ინტერესი განაახლეს.

მარტინესი ინტერში 2018 წლის ზაფხულიდან გამოდის. ამ სეზონში ლაუტაროს ანგარიშზე 33 მატჩი და 12 გოლია. ინტერმა წინა სეზონში სერია ა მოიგო და ამაში არგენტინელის წვლილიც დიდი იყო.

რაც შეეხება არსენალს, გუნდმა პიერ-ემერიკ ობამეიანგი ბარსელონაში გაუშვა და გაძლიერება სჭირდება. ინგლისელები ლაუტაროს წესით მის შემცვლელად მოიაზრებენ. არსენალი პრეიმერლიგაში 42 ქულით მე-6 ადგილზეა.

Leave a comment

Your email address will not be published.