ლაუტარო ლონდონში? ტრანსფერი რეალურია

ლაუტარო მარტინესის შესახებ სატრანსფერო სიახლეები გრძელდება. ჯანლუკა დიმარციოს ცნობით, არგენტინელმა კარიერა შესაძლოა არსენალში გააგრძელოს.

მას შემდეგ, რაც მარტინესმა აგენტები შეიცვალა, ინტერის მესვეურები მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვეღარ თანხმდებიან. სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გააქტიურდა არსენალი. ბოლო ცნობით, ლონდონელები ინტერს მალე ოფიციალური წინადადებით მიმართავენ.

მარტინესი ნერაძურიში 2018 წლის ზაფხულში არგენტინული რასინგიდან გადავიდა. იგი დღეს გუნდის ლიდერი და სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. წინა სეზონში ლაუტარომ 48 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *