ინტერის არგენტინელმა ფორვარდმა ლაუტარო მარტინესმა ლეო მესის სიდიდეზე და როლზე ისაუბრა.
„ის მსოფლიოში საუკეთესოა და ბედნიერებაა, რომ ჩვენია, არგენტინელია. ლეო ნებისმიერი მატჩისთვის სერიოზულად ემზადება, ყველასთვის მაგალითია. ჩვენ მისგან არა მხოლოდ სიამოვნებას ვიღებთ, არამედ ვსწავლობთ კიდეც.
…არ დამავიწყდება ნაკრებში პირველი დღე. 20 წლის მოვხვდი მასთან. მესიმ თბილად მიმიღო. ვვარჯიშობდი და თან მას ვუყურებდი. მერე კი ვუთხარი, რომ ოცნება ამიხდა.
…მესი ძალიან ბედნიერია კოპა ამერიკის მოგებით. ჩვენ დავეხმარეთ, რათა წაგებული ფინალების მერე საფეხბურთო შიმშილი დაევიწყებინა.
…არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ გვითხრა, რომ ძირითადში ადგილი არავის არ აქვს გარანტირებული ერთი კაცის გარდა: ეს მესია“.