ლაშა ბექაურმა ერთი ამოსუნთქვით გაიარა ოლიმპიადაზე 3 ეტაპი და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტმა 1/16 ფინალში პოლონელი კუჩერა შებოჭა და ნაადრევი გამარჯვება იზეიმა, 1/8 ფინალში ებრაელ კოჩმანთან მართალია ვაზარი „გაუშვა“, თუმცა დროულად გამოფხიზლდა და მეტოქის ორჯერ ვაზარიზე დაგდებით ეს ბრძოლაც ნაადრევად დაასრულა.
1/4 ფინალურ ეტაპზე ლაშას სერიოზული მოწინააღმდეგე ყავდა – მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი დავლათ ბობონოვი.
შეხვედრის მესამე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ბექაურმა ილეთი შესრულება დაიწყო, რა დროსაც მეტოქე კისერზე გადაბრუნდა ( „ხიდზე გადაიარა“), რაც ძიუდოს წესებით აკრძალულია.
ვიდეო რეფერიმ მომენტი ობიექტურად შეაფასა და ბობონოვი მატჩიდან მოხსნა, შესაბამისად ლაშა 1/2 ფინალში გავიდა.
ოლიმპიადის ნახევარფინალში ქართველის მეტოქე რუსი მიხაილ იგოლნიკოვი იქნება, რომელმაც თავისმხრივ 1/4 ფინალში მახრჩბელა ილეთით დაამარცხა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი.
ლაშა ბექაური მიხაილ იგოლნიკოვს კარიერაში მეორე შეხვდება. პირველად ძიუდოისტთა გზები 2021 წლის დოჰას მასტერსზე გადაიკვეთა, მეოთხედფინალში რუსმა გამარჯვება იზეიმა.
-90 კგ 1/2 ფინალი
ლაშა ბექაური – მიხეილ იგოლნიკოვი
მიქაელ ზგანკი – ედუარდ ტრიპელი
– 90 კგ, რეპეშაჟი
ნიკოლოზ შერაზადიშვილი – დავლათ ბობონოვი
ვან ტენდ ნოელი – კრისტიან ტოტი
-70 კგ, 1/2 ფინალი
სანია ვან დიჩკე – მიქაელა პოლერესი
მადინა ტაიმაზოვა – ჩიზურუ არაი
– 70 კგ, რეპეშაჟი
ალისა ბელანდი – ბარბარა მატიჩი
ელიზაბეტ ცელსიდუ – ჯოვანა სკოკიმარო