ლაშა ბექაური ოლიმპიადის 1/4 ფინალშია

წარმატებით აგრძელებს ოლიმპიადაზე ასპარეზობას ლაშა ბექაური. 90-კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალში დაამარცხა ებრაელი ლი კოჩანი და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.

ლაშამ შეხვედრა თავდაჯერებულად დაიწყო, ცდილობდა ახლოს მისულიყო მეტოქესთან და შეკვროდა. ერთ-ერთი ასეთი „შეკვრისას“ ისრაელის წარმომადგენელმა ბექაურის ვაზარიზე დაგდება მოახერხა.

ქართველი ფალავანი დროულად გამოფხიზლდა, ლაშამ ჭიდაობის ტაქტიკა შეცვალა და აქცენტი ხელის დაკეტვას და შემდეგ „მოგვერდზე“ გააკეთა.

ბექაურმა მომდევნო 1 წუთის განმავლობაში 2 ვაზარი შეუსრულა მოწინააღმდეგეს და „ავასატე იპონით“ მატჩიც ნაადრევად მოიგო.

null

ოლიმპიადის 1/4 ფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი დავლათ ბობონოვი იქნება.
ბექაური უზბეკ ბობონოვს კარიერაში მეორე შეხვდება ტატამზე. პირველი დაპირისპირება დავლათმა მოიგო დუსელდორფის გრანდ სლემზე (2020)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *