საქართველოს კრივის ნაკრების კაპიტანი, ლაშა გურული, სერბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს თვალის დაზიანების გამო ნახევარფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. ლაშამ დღეს კუბელი მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, სადაც მარცხენა თვალი საგრძნობლად დაუზიანდა. მართალია, ოპერაცია საჭირო არ აღმოჩნდა, თუმცა გურული ასპარეზობის გაგრძელებას ფიზიკურად ვეღარ შეძლებს. მიუხედავად ამისა, ვინაიდან დღევანდელი გამარჯვებთ ლაშა ნახევარფინალში გადავიდა, მას ბრინჯაოს მედალი უკვე გარანტირებული აქვს.
ლაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატს ტრავმის გამო გამოეთიშა [VIDEO]
