ლაშა ნოზაძე: სისუსტეები სტიაუასაც აქვს და შევეცდებით ამით ვისარგებლოთ

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საბურთალო რუმინულ სტიაუას უმასპინძლებს. მატჩის წინა დღეს პრესკონფერენციაზე მასპინძელთა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ და კაპიტანმა ლევან კაკუბავამ ისაუბრეს.

ლაშა ნოზაძე: “ამ გუნდს ჩემი წარდგენა არ სჭირდება. დღესდღეობით ძველებურად კარგ ფორმაში არ არიან, თუმცა მაინც ძალიან ძლიერი გუნდია. ორჯერ პლეი-ოფში იყვნენ და ჯგუფში ვერ შევიდნენ. მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ, თუმცა არ გვეშინია. დარწმუნებული ვარ ყველა ფეხბურთელი მაქსიმუმს გააკეთებს.

პარტიზანთან თამაშის შემდეგ ჯგერენაიამ ტრავმა მიიღო და დაახლოებით ერთი თვით გამოგვაკლდა. სასიხარულოა, რომ ჩვენი გუნდის აღზრდილი ბექა ქურდაძე დაგვიბრუნდა. არ მინდა რაღაც რაღაცეებზე წინასწარ ვილაპარაკო. მწვრთნელისთვის დიდი ბედნიერებაა როცა გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს.

პარტიზანს აქაც ვაჯობეთ და სტუმრადაც კარგად ვეთამაშეთ. გორში მეტოქე სტატისტიკურად დავჩაგრეთ, თუმცა დავმარცხდით. ალბანეთში თავისუფლად, ლაღად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

მეტოქე დეტალურად შევისწავლეთ, ყველაფერი თამაშის დღეს გამოჩნდება. სტიაუა ძალიან კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. სისუსტეები მათაც აქვთ და ვეცდებით ამით ვისარგებლოთ. შინ ვთამაშობთ და შანსები 50 50-ზეა. იმედია მაყურებლები მოვლენ და მხარს დაგვიჭერენ.” – განაცხადა ნოზაძემ.

ლევან კაკუბავა: “მწვრთნელმა მოწინააღმდეგე კარგად შეაფასა. ისტორიულ გუნდს ვეთამაშებით. ყოველ წელს 2-3 ეტაპს გადიან და ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. ყველაფერი ხვალ გამოჩნდება.

გუნდი კარგად გავშიფრეთ, სტიაუას კარგი შემტევი პოტენციალი აქვს. ევროტურნირებზე დაცვამ მაქსიმალური უნდა გააკეთოს. ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ ძლიერ შეტევას კარგად დავხვდეთ.” – განაცხადა კაკუბავამ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *