ლაშა სალუქვაძე : “საქართველოში თვლიან რომ დინამომ ნეფთჩის ეტაპი უნდა გადალახოს”

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიაციო ეტაპის შეხვედრაში თბილისის “დინამო” ბაქოს “ნეფთჩის” დაუპირისპირდება. მოახლოვებული დაპირისპირების წინ აზერბაიჯანულ მედიას თბილისის “დინამოსა” და ბაქოს “ინტერის” ყოფილი ფეხბურთელი ლაშა სალუქვაძე ესაუბრა.

ვფიქრობ არცერთ გუნდს არ სურდა ერთმანეთთან შეხვედრა, რადგან შესაძლო პოტენციურ მეტოქეებში გაცილებით სუსტი მოწინააღმდეგებიც იყვნენ. წყვილში ფავორიტის დასახელება გამიჭირდება, ორივე კარგი გუნდია და შანსებს 50-50 ზე შევაფასებ. საქართველოში თვლიან რომ თბილისის “დინამომ” ეს ეტაპი უნდა გადალახოს, თუმცა მარტივი არ იქნება, ვიცით რომ ნეფთჩი წელს გაძლიერდა და ჩემპიონის ტიტულიც დამსახურებულად მოიპოვა” – თქვა სალუქვაძემ.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *