ლაშა ტაბიძე ბიარიცში ჩაირიცხა

LE 14 SEPTEMBRE 2019 / A BORDEAUX / AU STADE CHABAN DELMAS / TOP 14 / UBB / STADE FRANCAIS / TABIDZE

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, მეორე დივიზიონის ბიარიცმა, რომელშიც თორნიკე ჯალაღონია, გიორგი ნუცუბიძე და ლუკა აზარიაშვილი ასპარეზობენ, მომავალი სეზონისთვის გაძლიერება გადაწყვიტა და რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა. ბასკურმა კლუბმა თავის რიგებში შერკინების პირველხაზელს ლაშა ტაბიძესაც უხმო.

25 წლის ტაბიძე, რომელიც მარნეულის არმაზის აღზრდილია, 2015 წელს ბორდოში ჩაირიცხა. მალე ძირითადშიც დაიმკვიდრა ადგილი. თუმცა, გასულ სეზონში ხშირად თამაში არ უწევდა.

შეგახსენებთ, რომ ბიარიცი წლეულს პირველი დივიზიონიდან დაქვეითდა და ახლა, ისევ უკან დაბრუნებას ეცდება.

 

Leave a comment

Your email address will not be published.