უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ლაშა ტალახაძემ +109კგ-ში თავისივე რეკორდები გადაწერა.
ქართველი ძალოსნის წინა შედეგი ატაცში 223 კგ, აკვრაში 265კგ და საერთო ჯამში 488კგ იყო. მიმდინარე ტურნირზე კი მან ატაცში 225 კილოგრამი დააფისქირა, აკვრაში კი 267 კილოგრამი, რითიც ლეგენდარული ბელორუსი ძალოსნის რეკორდი დაამხო და ყველა დროის ყველა მძიმე წონა დააფიქსირა. საერთო ჯამში ქართველმა ძალოსანმა 492 კილოგრამი დააფიქსირა და რა თქმა უნდა ოქროს მედალიც დაისაკუთრა.