ლაშა შავდათუაშვილის პარიზული ტრიუმფი

პარიზში სტარტი აიღო 2023 წლის ძიუდოს სეზონის პირველმა გრანდ სლემმა. პირველივე საჭიდაო დღეს ტატამიზე 4 ქართველი გამოვიდა: თემურ ნოზაძე, ლაშა შავდათუაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი და მარიამ ციხელაშვილი.

ტრიუმფალური გამოდგა პარიზის გრანდ სლემი ლაშა შავდათუაშვილისთვის, რომელმაც კარიერაში მეორედ მოიგო ეს პრესტიჟული ტურნირი და კიდევ უფრო განიმტკიცა პირველობა მსოფლიო რეიტინგში.

null

ლაშა 73 კგ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად იყო განთესილი და სწორედ ამიტომ მეორე წრიდან ჩაერთო ასპარეზობაში. შავდათუაშვილს სტარტზე გაუჭირდა – გაფრთხილებებით ჯერ ანტონიო ტორნალის სძლია, შემდეგ კი გაბრიელ ზულის.

1/4 ფინალში ლაშამ დამატებით დროში სძლია დანიარ შამშაევს, ხოლო ნახევარფინალურ სტადიაზე ასევე “ოქროს დროში” აჯობა კორეელ ჰეონჩოლ კანგს.

ფინალურ მატჩში ქართველ ძიუდოისტს რთული გამოცდა ელოდა – დანიელ კარნინის სახით. შარშან ლაშა ბრაზილიელ მეტოქეს ორჯერ შეხვდა და ორივე დაპირისპირება დათმო, ასე რომ რევანშის დრო იყო.

შავდათუაშვილმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო ჭიდაობა და 67 წამში, მარცხნიდან მეტოქე მშვენივრად წამოიკიდა მხარზე და იპონზე დააგდო.

ლაშას კარიერის განმავლობაში პარიზის გრანდ სლემზე უკვე 4 მედალი მოუგორვდა – 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო.

შავდათუაშვილმა IJF ტურზე მეშვიდედ მოიგო გრანდ სლემის ტურნირი, ჯამში კი 26 მედალი აქვს (7 ოქრო, 7 ვერცხლი, 12 ბრინჯაო).

სამწუხაროდ, წარუმატებელი გამოდგა პარიზული ტურნირი სხვა ქართველებისთვის: 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თემურ ნოზაძემ 1/4 ფინალამდე წარმატებით იარა, თუმცა იქ მომავალ ჩემპიონ – აზერბაიჯანელ ბალაბაი აგბაევთან დამარცხდა. რეპეშაჟში გადართულ ქართველ ფალავანს ისევ იმედგაცრუება ელოდა – ამჯერად ჰარიმ ლისთან დამარცხდა.

საწყისი 2 ეტაპი წარმატებით გადალახა ბაგრატ ნინიაშვილმაც (66) ლენინ პრესიადოსთან და არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელ გურამ ძავაშვილთან, თუმცა მერვედფინალში დასანანი მარცხი იწვნია მოლდოველ დენის ვიერუსთან და ტურნირზე გამოსვლაც დაასრულა.

პირველივე ბრძოლაში დამარცხდა მარიამ ციხელაშვილი (57) -კუბელ არნაეს ოდელინ გარსიასთან “იპონით” წააგო.

პარიზული გრანდ სლემი დღეს დასრულდება, ჩვენ კი ერთბაშად 8 მონაწილე გვეყოლებ, აქედან 7 – ვაჟთა ტურნირში: ტატო გრიგალაშვილი (81), ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (ორივე – 90), ვალერი ლიპარტელიანი და გიორგი ბერიაშვილი (100), გურამ თუშიშვილი და საბა ინანეიშვილი (+100), ხოლო ქალებში ელისო სისაური (70) გამოვა.

null

60 კგ – 1. ბალაბაი აგაევი (აზერბაიჯანი); 2. სედრიკ რევო (საფრანგეთი); 3. კამოლიდინ ბახტიოროვი (უზბეკეთი), ჰარიმ ლი (კორეა)… 7. თემურ ნოზაძე (საქართველო).

66 კგ – 1. ბოგდან იადოვი (უკრაინა); 2. ერხემბაიარ ბატოგტოხი (მონღოლეთი); 3. დენის ვიერუ (მოლდოვა), ჯეონ ანი (კორეა).

73 კგ – 1. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო); 2. დანიელ კარნინი (ბრაზილია); 3. დანიარ შამშაევი (ყაზახეთი), ურანბაიარ ოდგერელი (მონღოლეთი).

ქალები
48 კგ – 1. ბლანდინე პონტი (საფრანგეთი); 2. მილიცა ნიკოლიჩი (სერბეთი); 3. მირეია ლაპუერტა კომასი (ესპანეთი), აბიბა აბუჟაკინოვა (ყაზახი).

52 კგ – 1. დისტია კრასნიჩი (კოსოვო); 2. რეკა პუპი (უნგრეთი); 3. გეფენ პრიმო (ისრაელი), ამანდინე ბუჩარი (საფრანგეთი).

57 კგ – 1. პრისცილა გნეტო (საფრანგეთი); 2. ჯესიკა კლიმკაიტი (კანადა); 3. დარია ბილოდიდი (უკრაინა), ჰარუკა ფუნაკუბო (იაპონია).

63 კგ – 1. გილი შარირი (ისრაელი); 2. ნამი ნაბეკურა (იაპონია); 3. ანგელიკა ჟიმანსკა (პოლონეთი), მაილინ დე ტორო კარვახალი (კუბა).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *