ლაციოს გულშემატკივრების ერთი ნაწილი ფაშისტებისა და რასისტებისგან რომ შედგება, ეს საყოველთაოდ ცნობილია. ამჯერად, რასიზმის მსხვერპლი ინტერის ნიდერლანდელი ფეხბურთელი – დანზელ დუმფრისი გახდა.
როდესაც ფეხბურთელმა ბურთი მიიღო, ჩანს, რომაული გუნდის გულშემატკივარი მაიმუნის ხმის იმიტირებას როგორ ცდილობს.
ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება, სადაც მომხმარებლები კლუბს გულშემატკივრის დასჯისკენ მოუწოდებენ.
სექტემბერში, ლაციოს გულშემატკივრებმა, რასისტული შეურაცხყოფა მილანის ნახევარმცველს – ბაკაიოკოსაც მიაყენეს…