ლებრონ ჯეიმსი მსოფლიო სპორტის მოვლენაა და ამაზე არავინ არ დავობს. სტატისტიკოსები გაუჩერებლად კამათობენ – ვინ არის ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი: მაიკლ ჯორდანი თუ ლებრონ ჯეიმსი?
ჯორდანმა კარიერის განმავლობაში 6 საჩემპიონო ბეჭედი მოიგო და სუპერ ფინალური სერია არცერთხელ არ წაუგია, უდიდესი ქარიზმა დატოვა და ზედმეტსახელად “მისტერ უჰაეროსობაც” მიიღო.
ლებრონმა 9-ჯერ მოახერხა სუპერ ფინალის საგზურის მოპოვება, 4-ჯერ ჩემპიონი გახდა, ხოლო 5 ფინალი კი წააგო. თითქმის ყველანაირ საკალათბურთო სტატისტიკურ მონაცემში ჯეიმსი მაიკლს ჯობნის, ზედმეტსახელად კი “მეფე” მიიღო.
“ლეიკერსის” ფორვარდი 21-ე სეზონს ატარებს NBA-ში და ყოველ წელს MVP-ის ტიტულის მოგების ერთერთი უმთავრესი კანდიდატია. დრო გადის, ლებრონი კი უბრალოდ არ ბერდება, არ კლებულობს მისი მოტივაცია.
ჯეიმსი დღეს 38 წლის გახდა და ეს მოვლენა “ატლანტასთან” გამარჯვებით აღნიშნა (130-121).
ლებრონმა პარკეტზე 40 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 47 ქულა+10 მოხსნა+9 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
47 ქულა – მიმდინარე სეზონში “მეფეს” პირადი რეკორდია.