ლებრონმა საკრამენტოსთან „აიწყვიტა“

ნბა-ს გუნდები ასრულებენ მოსამზადებელ ეტაპს ახალი, 2021-22 წლების სეზონისთვის. ზაფხულის პერიოდში დიდი ცვლილებები მოხდა „ლეიკერსის“ შემადგენლობაში. გუნდი არაერთმა სახელოვანმა მოთამაშემ დატოვა ( კაილ კუზმა, კენტავიუს კალდველ პოუპი, მონტრეზ ჰარელი,მარკ გასოლი, დენის შროდერი, ანდრე დრამონდი, ალექს კარუზო), მათ ნაცვლად კი სოლიდური შევსება მოვიდა ლიგის სხვადასხვა გუნდებიდან – კარმელო ენტონი, ტრევირო არიზა, დუვაიტ ჰოვარდი, მალიკ მონკი, რასელ ვესტბრუკი, რაჟონ რონდო, დეანდრე ჯორდანი.

null

განხორციელებული ტრანსფერების შედეგად „ლეიკერსი“ ახალ სეზონს „გადაბერებული“ შემადგენლობით ხვდება. კალიფორნიულ გუნდს ლიგაში ყველაზე ასაკოვანი შემადგენლობა ყავს.

წინასასეზონო, გამოსაფენ მატჩებში “L.A.L” საშინლად გამოიყურება – 6 შეხვედრა გამართა და ყველაში დამარცხდა.

ლეიკერსი – ბრუკლინი 97:123

ფინიქსი – ლეიკერსი 117:105

გოლდენ სტეიტი – ლეიკერსი 121:114

ლეიკერსი – ფინიქსი 94:123

ლეიკერსი – გოლდენ სტეიტი 99:111

საკრამენტო – ლეიკერსი 116:112

უკანასკნელ, გასახურებელ მატჩში „ლეიკერსი“ საკრამენტოს ეწვია და ადგილობრივ „კინგზს“ დაუპირისპირდა. როგორც ჩანს მობეზრდა ამდენი წაგება ლებრონ ჯეიმს და შეხვედრა მაქსიმალური კონცენტრაციით ჩაატარა. მეფე ლებრონმა 30 ქულა, 6 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, თუმცა მისი გუნდი მაინც დამარცხდა 4 ქულიანი სხვაობით 116:112.

„კინგზმა“ პირველივე მეოთხედში მოიპოვა სოლიდური უპირატესობა, როდესაც ანგარიშში 35:23 გაიქცა წინ. მასპინძელთა რიგებში ბრწყინვალედ ასპარეზობდა დარენ ფოქსი, რომელმაც 33 წუთში 21 ქულა გამოიმუშავა. მშვენივრად გამოიყურებოდა შეცვლაზე შემოსული ტერენს დევისი, რომელმაც 26 წუთში 6 სამქულიანი ჩააგდო და 20 ქულით დაასრულა შეხვედრა.

ლებრონ ჯეიმსი და მის „ლეიკერსი“ ბევრს ეცადა შეხვედრის ბედის შემოტრიალებას, თუმცა არაფერი გამოუვიდა – კალიფორნიულმა გუნდმა ზედიზედ მეექვსე საგამოგენო შეხვედრა წააგო და მომდევნო დაპირისპირება უკვე ოფიციალური მატჩია – 20 ოქტომბერს, ნბა-ს სეზონის გახსნაა „ლეიკერსი“ – „გოლდენ სტეიტი“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *