ლებრონ ჯეიმსის საოცარი მომენტი ჰიუსტონის წინააღმდეგ [VIDEO]

დღეს, ჰიუსტონ როქეთსმა ლოს ანჯელეს ლეიკერსს უმასპინძლა და 9 ქულიანი სხვაობით, 123:132 დამარცხდა. ეს ჰიუსტონისთვის ზედიზედ მე-5 მარცხი იყო, მათთვის ეს სეზონი მართლაც კატასტროფულია – ტექსასელები დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე არიან. არც ლოს ანჯელეს ლეიკერსის მდგომარეობაა სახარბიელო, ლეიკერები საფლეიოფო ზონასთან იმყოფებიან, მე-7 პოზიციაზე.

დღევანდელ მატჩში ლებრონ ჯეიმსმა გაიბრწყინა. მეფემ სამმაგი დუბლი შეასრულა 39 ქულით, 11 პასითა და 11 მოხსნით. ამავდროულად, 36 000 ქულიან ზღვარს გადასცდა და კიდევ უფრო მიუახლოვდა მეორე ადგილოსან კარლ მელოუნს.

მართალია, ლებრონი მთელი თამაშის მანძილზე მოწოდების სიმაღლეზე იყო, თუმცა გულშემატკივრის ყურადღება მიიქცია მომენტმა პირველი მეოთხედიდან, როცა ჯეიმსმა ზედიზედ 3 ეფექტური “No Look” პასი გააკეთა და სასროლ პოზიციებზე დატოვა თანაგუნდელები, თუმცა ლეიკერებმა ლებრონის პასების ასისტად გადაქცევა ვერ მოახერხეს.. არადა ჩაგდების შემთხვევაში ნებისმიერი ამ სამი პასიდან უდაოდ დაამშვენებდა სათამაშო დღის TOP მომენტებს.

Leave a comment

Your email address will not be published.