ლებრონ ჯეიმსის 43 ქულა და NBA-ს მორიგი რეკორდები

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ლეიკერსმა” საკუთარ არენაზე უმასპინძლა “პორტლენდს” და მეტოქე 139-106 გაანადგურა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც 43 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. 37 წლის ასაკში ლებრონი აგრძელებს ლიგის ისტორიის გადაწერას და ახალ რეკორდებს ამყარებს.

2021 წლის 30 დეკემბერს ჯეიმსი 37 წლის გახდა, დაბადების დღის აღნიშვნიდან 48 საათში კი ლებრონი პარკეტზე გავიდა და NBA-ს ისტორიაში გახდა ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელი, რომელმაც მატჩი 40 ქულით და 14 მოხსნით დაასრულა.

ჯეიმსის პერფორმანსამდე რეკორდი ლარი ბერდს ეკუთვნოდა – “ბოსტონის” ლეგენდარულმა ფორვარდმა 1992 წელს, 35 წლის ასაკში “პორტლენდს 49 ქულა ჩაუგდო და 14-ჯერ მოუხსნა ბურთი.

ლებრონმა სხვა რეკორდიც მოხსნა – NBA-ს ისტორიაში გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც 40 ქულა და 14 მოხსნა 30 წუთზე ნაკლებ დროში მოაგროვა (29 წუთი).

null

ჯეიმსი ბრწყინვალე ფორმაშია – ზედიზედ მეშვიდე მატჩია “ლეიკერსის” ფორვარდი 30+ ქულას აგროვებს. მის 19 წლიან კარიერაში ეს მესამე სერიაა და პირველი 2013 წლის შემდეგ,როდესაც იგი ჯერკიდევ “მაიამის” ღირსებას იცავდა.

“მეფე ლებრონის” საუკეთესო სერია 2005/06 წლებში დაფიქსირდა, როდესაც ჯეიმსმა ზედიზედ 10 მატჩში მოახერხა “კლივლენდის” მაისურით მინიმუმ 30 ქულის ჩაგდება.

ლებრონმა კარიერაში 67-ედ დააგროვა NBA-ს მატჩში 40 ან მეტი ქულა,”ლეიკერსის” მაისურით კი უკვე მეექვსედ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *