NBA-ს ყველაზე დიდი სუპერვარსკვლავი, ლებრონ ჯეიმსი პირველი აქტიური კალათბურთელი გახდა, რომლის ქონებამაც მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ლებრონმა სპორტული მოღვაწეობით კარიერის მანძილზე 330 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო, დანარჩენი კი მან პარკეტს გარეთ საქმიანობით დააგროვა.
ლებრონი ამ შედეგით სპორტსმენ მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რომელშიც სულ 6 პიროვნება ირიცხება – ტაიგერ ვუდსი, ფლოიდ მეივეზერი, ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, როჯერ ფედერერი და მისი აღმატებულება მაიკლ ჯორდანი. მართალია, ჯორდანი უკვე დიდი ხანია გადასცდა მილიარდ დოლარიან ნიშნულს, თუმცა ლებრონის პირველობა იმაში მდგომარეობს, რომ მან კარიერის მანძილზე, აქტიური სპორტსმენის სტატუსით მოახერხა ამ თანხის გამომუშავება, ხოლო მაიკლმა კარიერის დასრულების შემდეგ.
ლებრონ ჯეიმსი მილიარდერების სიას შეუერთდა
