ლებრონ ჯეიმსი სამმაგი დუბლით დაბრუნდა

ლებრონ ჯეიმსმა ტრავმა მოიშუშა და 5 მატჩის გაცდენის შემდეგ საკალათბურთო მოედანს დაუბრუნდა. „მეფე ლებრონის“ სამმაგი დუბლის წყალობით „ლეიკერსმა“ საკუთარ მოედანზე, ოვერტაიმში 122-115 სძლია ნიუ იორკს და სეზონში 26-ე გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრის სტარტი „ნიქსის“ კალათბურთელებს უკეთესი გამოუვიდათ – 11:0 გაქცევით დაიწყეს მატჩი და პირველივე წუთებიდანვე ხელთ იგდეს უპირატესობა. მოედანზე დომინირებდა ბარეტი-რენდლის დუეტი. ამ ტანდემმა 12 სროლიდან 10 ჩააგდო და ჯამში 29 ქულა დააგროვა, „ნიუ იორკმა“ კი პირველივე მეოთხედში 42:29-მდე გაზარდა უპირატესობა.

null

კარიერის საუკეთესო მატჩს ატარებდა არ ჯეი ბარეტი, რომლის ზუსტი სროლების შედეგად სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა მეორე პერიოდში 68-47.

„ლეიკერსი“ დროულად გამოფხიზლდა – დასკვნით 1:57 წუთი 9-3 მოუგო მეტოქეს და დიდ შესვენებაზე 15 ქულიანი ჩამორჩენით გავიდა 56-71.
მესამე მეოთხედი ბრწყინვალედ დაიწყეს მასპინძლებმა – 21:6 გაექცნენ „ნიქსს“ და ანგარიშიც გაათანაბრეს. მალიკ მონკს 10 ქულა ქონდა, დევისს 4.
“A.D”-მ მალე უკვე წინ გაიყვანა „ლეიკერსი“, რომელმაც ლიდერობასთნ ერთად ფსიქოლოგიური უპირატესობაც დაიბრუნა.

მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 2:22 წუთით ადრე მასპინძლები 108-99 იგებდნენ და თითქოს მსვიდად უნდა მიეყვანათ მატჩი გამარჯვებამდე, თუმცა „ნიქსმა“ გაიბრძოლა – არ ჯეი ბარეტმა დარჩენილ მცირე დროში ულიდერა სტუმრებს და საფინალო სირენამდე 8.7 წამით ადრე ზუსტი სამქულიანით ანგარიშიც გაათანაბრა 111-111.

null

ლებრონს შანსი ქონდა საკუთარი გუნდისთვის ძირითად დროში მოეტანა გამარჯვება, თუმცა მისი ნასროლი აცდა მიზანს.

ოვერტაიმში მასპინძლებმა ხელთ იგდეს უპირატესობა და ჯეიმსის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე მაინც მოახერხეს საბოლოო გამარჯვების მოპოვება 122-115.

” alt=”null” />

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მეოთხე სამმაგი დუბლი შეასრულა 29 ქულა, 13 მოხსნა, 10 პასი. ასევე 29 ქულა ქონდა მალიკ მონკს, სოლიდური ორმაგი დუბლი შეასრულა ენტონი დევისმა 28 ქულა + 17 მოხსნა+3 პასი+3 ჩაჭრა+4 დაფარება.

„ნიუ იორკის“ რიგებიდან კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა არ ჯეი ბარეტმა – 36 ქულა, სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა ჯულიუს რენდლს – 32 ქულა+16 მოხსნა+7 პასი.

„ლეიკერსმა“ სეზონში 26-ე მატჩი მოიგო, თუმცა მაინც უარყოფით ბალანსზე იმყოფება 26/28. კალიფორნიული გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-9
ადგილზეა.

„ნიუ იორკმა“ ბოლო 10 მატჩიდან 8 წააგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 პოზიციამდე დაეშვა ბალანსით 24 მოგება და 29 მარცხი.

Leave a comment

Your email address will not be published.