ლებრონ ჯეიმსი საუკეთესოთა შორის ვერ მოხვდა

აგვისტოში ESPN-მა ჩაატარა გამოკითხვა, თუ ვინ არის ნბა-ს მოახლოვებული სეზონის (2021-22) საუკეთესო მთამაშე.

გამოკითხვაში ანონიმურად მონაწილეობას იღებდა ნბა-ს 10 მენეჯერი და სკაუტი, რომლებიც ამჟამად ნაციონალურ საკალთბურთო ასოციაციაში მუშაობენ.

არცერთმა მათგანმა ლებრონ ჯეიმსი არ დაასახელა საუკეთესოდ. 10 ხმიდან 5 კევინ დურანტმა მიიღო, ხოლო 5 – იანის ანტეტენკუმპომ.

null

ლებრონმა ეს ინფორმაცია უყურადღებოდ არ დატოვა და ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„მადლობა! ვგრძნობ, რომ უკვე სუპერმოტივირებული ვარ ახალი სეზონის წინ
#მეფე, რომელმაც საკთარი შესაძლებლობები ამოწურა.“

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჯეიმსმა საკუთარ „სთორიში“ ასეთი ჰეშთეგი გამოიყენა

#მეფე, რომელმაც საკთარი შესაძლებლობები ამოწურა.

როგორც ლებრონმა აღნიშნა, იგი ამ თეგს პირადი მოტივაციისთვის იყენებს.

„ეს თეგი – უბრალოდ ჩემივე მოტივაციისთვისაა. პირადი საქმეა.

ხშირად ვიხსენებ ამ სიტყვებს და მეზრდება მოტივაცია, რათა დავიკავო ის ადგილი, რომელიც მე მეკუთვნის. ძალიან კარგად ვიცი, თუ როგორი პოტენციალი მაქვს და აბსოლიტურად ყველაფერს გავაკეთებ, რათა დავრჩე უმაღლესი კლასის კალათბურთელად.“

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *