ლებრონ ჯეიმსმა კობი ბრაიანტს გადაასწრო

“ლეიკერსის” ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა კარიერაში რიგით მე-17 საშობაო მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ კობი ბრაიანტს გადაასწრო (16).

ამიერიდან ყველაზე მეტი საშობაო მატჩი სწორედ ლებრონს აქვს ჩატარებული ლიგის ისტორიაში. ჯეიმს ეკუთვნის ასევე ჩაგდებული ქულების რეკორდი – 17 საშობაო მატჩში მან ჯამში 460 ქულის დაგროვება მოახერხა.

null

ენტონი დევისის გარეშე მოასპარეზე “ლეიკერსი” ტექსასს ესტუმრა და 115-124 დამარცხდა “დალასთან”.

თანაბარ ბრძოლაში გალეული პირველი ტაიმის შემდეგ, შეხვედრაში გადამწყვეტი გახლდათ მესამე მეოთხედი, რომელშიც “მავერიქსმა” 51 ქულა ჩააგდო(საშობაო მატჩების რეკორდი) და დიდი უპირატესობა მოიპოვა.

მესამე პერიოდი მასპინძლებმა 30 ქულიანის ხვაობით მოიგეს (51-21) და შეხვედრას ყველანაირი ინტრიგა დაუკარგეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე “დალასის” ლიდერი ლუკა დონჩიჩი გახდა, რომელსაც მცირედი დააკლდა სამმაგი დუბლის შესასრულებლად 32 ქულა+9 მოხსნა+9 პასი.

მშვენიერი მატჩი ჩაატარა კრისტიან ვუდმა – 30 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი.

“მავერიქსის” გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტიმ ჰარდუვეი ჯუნიორმა 26 ქულა+6 მოხსნა.

“ლეიკერსის” რიგებიდან გამორჩეული ლებრონ ჯეიმსი იყო – 38 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *