NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “მილუოკიმ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ლეიკერსს”. მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილმა გუნდმა უხვქულიან შეხვედრაში დასანანი მარცხი იწვნია 129-133.
თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე პირველი მეოთხედის შემდეგ “ლეიკერსმა” ენტონი დევისის ზუსტი სროლების ფონზე 14 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა 61-47.
კალიფორნიული გუნდი მეოთხე მეოთხედის სტარტამდე ინარჩუნებდა ანგარიშში ლიდერობას, თუმცა იანის ანტეტენკუმპოს გმირული ასპარეზობის ფონზე “ბაქსმა” დაქაჩა მეტოქესთან ჩამორჩენა და წონასწორობა აღადგინა.
დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ პარკეტზე დაბრუნდა კრის მიდლტონი, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო და 7 მოხსნა შეასრულა, თუმცა ეს საკმარისი მაინც არ გამოდგა მატჩის მოსაგებად.
37 წლის ლებრონ ჯეიმსმა გადამწყვეტ მომენტებში ბრწყინვალედ იასპარეზა – 28 ქულას 11 შედეგიანი პასი და 8 მოხსნა მიამატა, ლეიკერსმა კი უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო “მილუოკის”.
მილუოკი – ლეიკერსი 129:133 (31:33, 27:33, 39:35, 32:32)
მილუოკი:ი. ანტეტენკუმპო (40 + 7 მოხსნა), ჰოლიდეი (28 + 9 პასი), მიდლტონი (17 + 7 პასი), ლოპესი (13 + 7 მოხსნა), ალენი (8) – სასტარტო; პორტისი (15 + 10 მოხსნა), კონოტონი (8), კარტერი (0), ჰილი (0), მეტიუზი (0).
ლეიკერსი: დევისი (44 + 10 მოხსნა), ჯეიმსი (28 + 8 მოხსნა + 11 პასი), უოკერი (14), ბრაუნი (9), ბევერლი (7) – სასტარტო; ვესტბრუკი (15 + 7 მოხსნა + 11 პასი), რივზი (7), გებრიელი (5), ბრაიანტი (4), ნანი(0).
ლებრონ ჯეიმსმა კარიერაში შესრულებული შედეგიანი გადაცემების რაოდენობით ლეგენდარულ მეჯიქ ჯონსონს გადაასწრო და NBA-ს საუკეთსო მეპასეთა ტოპ ექვსეულში შევიდა.
NBA-ს საუკეთესო მეპასეები
1. ჯონ სტოქტონი – 15 806
2. ჯეისონ კიდი – 12 091
3. კრის პოლი – 11 071
4. სტივ ნეში – 10 335
5. მარკ ჯექსონი – 10 334
6. ლებრონ ჯეიმსი – 10 144
7. მეჯიქ ჯონსონი – 10 141