ლეგენდარული პრეზიდენტი კვარაზე და ნაპოლიზე…

ინტერის ლეგენდარულმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. და მთლიანად ნაპოლიზეც. მორატი კლუბის პრეზიდენტი აღარაა, მაგრამ ხშირად იწვევენ გადაცემებში…

„ნაპოლიმ დაუჯერებელი მატჩი ჩაატარა ფრანკფურტში. ლუჩანო სპალეტის გუნდი აღარ მაკვირვებს, თითქმის ყველა თამაშში დიდ ფეხბურთს აჩვენებს. სპალეტი ბრწყინვალე მწვრთნელია.

…ინტერი-პორტუ რთული წყვილია. ინტერს შეუძლია გასვლა, მაგრამ იოლად არა.

…ნაპოლი კი ნამდვილად შედის იმ გუნდების რიცხვში, რომლებსაც შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგის მოგება.

…კვარაცხელია და ოსიმენი საუკეთესოები არიან. ახლაც რომ ინტერის პრეზიდენტი ვიყო, ყველანაირად შევეცდებოდი მათ შეძენას. ვფიქრობ, ისინი ნაპოლიდანაც რომ წავიდნენ, გულშემატკივრებმა უნდა იამაყონ”.

მორატი მართლაც ტოპ-პრეზიდენტი იყო. მარტო რონალდოს ბარსელონადან შეძენა რად ღირს…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *