ლეგენდარული ფლოიდ მეივეზერის მორიგი გამარჯვება ნოკაუტით [VIDEO]

მართალია, კრივის ლეგენდამ, ფლოიდ მეივეზერმა პროფესიონალური კარიერა 5 წლის წინ დაასრულა, თუმცა ამერიკელი კვლავ განაგრძობს საგამოფენო ბრძოლებში მონაწილეობის მიღებას. ამჯერად ფლოიდი MMA-ს იაპონელ მებრძოლს, 30 წლის მიკურუ ასაკურას დაუპირისპირდა და მეორე რაუნდის ბოლო წამებზე დაანოკაუტა. ბრძოლა იაპონიაში გაიმართა – ივენთს მეივეზერის ყოფილი მეტოქე, ლეგენდარული მენი პაკიაოც ესწრებოდა.

50 პროფესიონალური გამარჯვების შემდეგ, ეს მეივეზერის მეოთხე საგამოფენო ბრძოლა იყო. გასული სამი ბრძოლიდან, მეივეზერმა ერთში ნოკაუტით იმარჯვა, ხოლო ორში ბრძოლა ვადანდელ გამარჯვებამდე ვერ მიიყვანა, თუმცა ქულების შემთხვევაში აუცილებლად გაიმარჯვებდა. (მსგავსი ტიპის საგამოფენო ბრძოლები არ ითვალისწინებს მსაჯების გადწაყვეტილებებს.)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *