25 დეკემბრიდან, ლოს ანჯელეს ლეიკერსისა და კლიპერსის, ასევე სხვადასხვა ამერიკული სპორტული გუნდების საშინაო არენა სახელს შეიცვლის. ისტორიულ არენას უმსხვილესი კრიპტო კომპანიის სახელი დაერქმევა – Crypto.com Arena. აღნიშNული სახელი ცენტრს 20 წლის მანძილზე ერქმევა, კომპანიამ ამისთვის 700 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა.
Staples Center-ი 1999 წელს გაიხსნა და ეს პირველი შემთხვევაა, როცა იგი სახელს იცვლის. აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს Crypto.com UFC-ს გენერალური სპონსორიც გახდა.