MMA-ს ბევრი გულშემატკივრისთვის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი არც ჯო ჯონსია, არც ხაბიბი და არც სენტ პიერი, მეტიც, UFC-ში არასდროს უასპარეზია… ეს ბოლო იმპერატორი, ფეოდორ ემილიანენკო გახლავთ. რუსი მებრძოლი პრაიდის მძიმე წონის ქამარს 2003-2007 წლებში ფლობდა, შემდეგ Strikeforce-ში და სხვადასხვა ორგანიზაციებში ასპარეზობდა, ამჟამად კი ბელატორში ირიცხება. შემდეგ ბრძოლასაც სწორედ ამ პრომოუშენის ეგიდით გამართავს. მისი მოწინააღმდეგის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია თარიღი და ლოკაცია – 23 ოქტომბერი, მოსკოვი.
🚨 BREAKING NEWS 🚨
Bellator MMA President @ScottCoker has announced the promotion’s first-ever event in Moscow, Russia on Saturday, October 23rd headlined by the legendary Fedor Emelianenko 🇷🇺 pic.twitter.com/wm8OgcFNk7— BellatorMMA (@BellatorMMA) June 25, 2021
ემილიანენკომ ბოლო ბრძოლა 2019 წელს გამართა, სადაც ლეგენდარული რემპეიჯ ჯექსონი დაამარცხა. 44 წლის მებრძოლს კარიერაში 39 გამარჯვება და 6 მარცხი აქვს.