Amazon Prime Video დოკუმენტურ ფილმს იღებს რობერტ ლევანდოვსკიზე. პრემიერა 2022 წელს შედგება.
ბაიერნის პოლონელი სუპერვარსკვლავის თქმით, მთავარია, ეს ფილმი ბავშვებს მოეწონოთ და ცხოვრების სწორი გზით წარმართვაში დაეხმაროს.
„ეს დოკუმენტური ფილმი ჩემი კარიერის ბევრ ასპექტს აჩვენებს, რაც ფანებს დააინტერესებთ. თუმცა ვფიქრო, რომ ფილმში საინტერესო დეტალებს ის ადამინებიც დაინახავენ, რომლებიც ფეხბურთს არ უყურებენ.
…და მინდა, რომ ბავშვებმა უყურონ. იმ ბავშვებმა, რომლებსაც არ სჯერათ, რომ ფეხბურთში რაიმე მნიშვნელოვანს მიაღწევენ“.
ლევანდოვსკის მიღწევებზე კი აღარ დავიწყებთ წერას. მარტო ის რად ღირს, რომ წინა სეზონში ბუნდესლიგაში 41 გოლი გაიტანა. ბოლო 11 წელიწადში 10-ჯერ გახდა ჩემპიონი: ლეხში (1), დორტმუნდში (2) და ბაიერნში (7).