ლევანდოვსკიმ სასიამოვნო ტრადიცია დაარღვია

ბუნდესლიგის მე-6 ტურში, ბაიერნი ფიურტს ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. მიუნხენელთაგან გოლები მიულერმა და კიმიხმა გაიტანეს, ერთი ბურთი კი ავტოგოლით გავიდა.

აღსანიშნავია, რომ 19 თებერვლის შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის მატჩი უგოლოდ პირველად დატოვა. პოლონელმა ფორვარდმა ეს სასიამოვნო ტრადიცია, სწორედ ფიურტთან დაარღვია.

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ლევანდოვსკის 7 გოლი აქვს და ბომბარდირთა დავაში ჰოლანდთან 1-2 ადგილებს იყოფს. რაც შეეხება ბაიერნს, გუნდი ქულათა მაქსიმუმით პირველ ადგილზეა და შემდეგ ტურში აინტრახტს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *