ლევანდოვსკის ორი მსურველი შეემატა

რობერტ ლევანდოვსკის მსურველები შეემატნენ. ფაბრიციო რომანომ ტვიტერზე დაწერა, რომ პოლონელის დამატება ლონდონის ჩელსის და პსჟ-ს სურთ. მოგეხსენებათ ლევანდოვსკის ბაიერნთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და გუნდის დატოვებას აპირებს.

დიდი შანსია მიზანს ვერც პსჟ-მ და ვერც ჩელსიმ მიაღწიონ, რადგან თავად ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება ბარსელონაში სურს. მხარეებს შორის კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია და ახლა მხოლოდ ბარსელონასა და ბაიერნს შორის მოლაპარაკებაღა დარჩა.

ლევანდოვსკი შესანიშნავ ფორმაშია. 33 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში 46 მატჩი ჩაატარა, 50 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. ფეხბურთელმა ბუნდესლიგა მეათედ მოიგო.

Leave a comment

Your email address will not be published.