ლევანდოვსკი ბარსას ვარჯიშებით გაკვირვებულია

ბარსელონას ახალწვეული, რობერტ ლევანდოვსკი ახალ კლუბში ვარჯიშებით გაკვირვებულია.

როგორც Diario Sport წერს, პოლონელ ფორვარდზე შთაბეჭდილება ინტენსივობამ მოახდინა, რომელსაც არ ელოდა. ამის შესახებ მის გარემოცვაში საუბრობენ.

“იმაზე მეტად დავიღალე, ვიდრე ველოდი,” – უთხრა მათ რობერტმა.

ბაიერნში მძიმე ვარჯიშები არავის უკვირს. მატიის დე ლიხტმა თქვა, 4 წელი იუვენტუსში გავატარე და ასე არ დავტვირთულვარო. ნეტავ, რამ გააოცა ლევანდოვსკი?!…

 

Leave a comment

Your email address will not be published.