ლევანდოვსკი: ბარსაში ამიტომ გადავედი…

 

ბარსელონას ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ კლუბის შეცვლის მიზეზად კარიერაში ლოგიკური ნაბიჯი დაასახელა.

პოლონელმა ფორვარდმა თქვა, რომ ბაიერნის დატოვება მისთვის ადვილი არ ყოფილა. მიუნხენში მან 8 წელი გაატარა

“ვიცოდი, რომ ბარსელონაში გადასვლა ჩემი და ჩემი ოჯახისთვის ლოგიკური ნაბიჯი იყო. ბევრი ვიმუშავეთ, რომ ეს ყველაფერი რეალობად გვექცია. ამით ვამაყობ.

ბევრი წელია უმაღლეს დონეზე ვთამაშობ. რაც შეეხება ასაკს, აქ პოზიტიურ ფაქტორს გამოვყოფ – გამოცდილება მომემატა.

მიზნები ჯერ კიდევ დასახული მაქვს, ჩემი მენტალიტეტი გამუდმებით მუშაობაა,” – თქვა ლევიმ.

Leave a comment

Your email address will not be published.