ჩესლავ მიხნევიჩმა ლეო მესის და რობერტ ლევანდოვსკის დაპირისპირებაზე ისაუბრა.
30 ნოემბერს, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, პოლონეთი არგენტინას შეხვდება
“ეს ჩოგბურთი არაა. ისინი ერთი ერთზე არ თამაშობენ, ჩაწოდება არ აქვთ. რობერტს, როგორც ლეოს, თანაგუნდელები სჭირდება. ასეთ დიდებულ თავდასხმელებზე დაყრდნობა შეიძლება, მაგრამ მარტო ისინიც ვერ მოიგებენ.
წლებია, მესის შეჩერების გზებზე მთელი მსოფლიო ფიქრობს. არ მგონია პასუხი ვიპოვოთ. ლეო ამბობს, რომ ეს მისი ბოლო მსოფლიოა და ვფიქრობ, ის ძალიან ამბიციურია.
ბევრი ადამიანი არგენტინას ჩემპიონატის ფავორიტად თვლის. მიუხედავად პირველ მატჩში წაგებისა, ხალხი ფიქრობს, რომ წარმატება მათ ისევ შეუძლიათ. როდესაც არგენტინის წინააღმდეგ თამაშობ, უნდა ელოდო, რომ გაუშვებ. როცა ეს ხდება, პანიკაში არ უნდა ჩავარდე,” – თქვა მიხნევიჩმა