ლევანდოვსკი თუ მესი? – ოქროს ბურთის შედეგებმა გაჟონა! [ფოტო]

რამდენიმე დღის წინ დასრულდა 2021 წლის ოქროს ბურთის ხმის მიცემა. მიმდინარე წლის ფავორიტებად რობერტ ლევანდოვსკი და ლიონელ მესი ითვლებიან.

არგენტინელმა 2021 წელს ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკას მოგება მოახერხა, ბარსელონასთან ერთად კი კოპა დელ რეის მოგება მოახერხა.

მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელმა წელს კლუბთან ერთად ბუნდესლიგის და გერმანის სუპერ თასი მოიგო. ნაკრებთან ერთად კი ევრო 2020-ზე ჯგუფში ჩარჩა.

როგორც გავრცელებულ ფოტოში ჩანს ლევანდოვსკიმ 627 ხმა დააგროვა და სავარაუდოდ ოქროს ბურთის გამარჯვებულიც ის უნდა გახდეს. მეორე ადგილას ლეო მესია, მესამეზე კარიმ ბენზემა, მეოთხე სალაჰია, მეხუთე კი ჟორჟინიო.

249356727-1871994482984461-8334902522715174954-n

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *