ლევანდოვსკი მეორე ადგილზეა

ბარსელონას თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში კადისთან (2:0) მორიგი ბურთი გაიტანა. პოლონელი თავდამსხმელისთვის ეს გოლი ლა ლიგაში მე-15 გახდათ. ამისათვის მას 19 მატჩი დასჭირდა.

მხოლოდ მადრიდის რეალის ყოფილმა ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ შეძლო 2009/2010 წლების სეზონში უფრო სწრაფად გატანა. პირველი 15 გოლი პორტუგალიელმა მაშინ 17 მატჩში შეაგდო.

34 წლის ლევანდოვსკი ბარსელონას 2022 წლის ზაფხულში მიუნხენის ბაიერნიდან შეუერთდა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ჯამში ამ სეზონში თავდამსხმელმა 29 შეხვედრაში 24 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

La Liga 2022-23: Barcelona Thrash Cadiz 4-0 At Nuevo Mirandilla - In Pics

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *