ლევანდოვსკი მესიზე: ეს უბრალო სიტყვები არ იყო…

 

ბაიერნის ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ 2021 წლის ოქროს ბურთის ცერემონიაზე ისაუბრა

“მესის სიტყვებიდან მხოლოდ რამდენიმე გავიგე, რადგან ესპანური კარგად არ ვიცი. მბაპეს ინგლისურად ვესაუბრე და ლეოს საუბარი მითარგმნა. ეს დიდებული საღამო იყო.

მესიმ ჩემზე რაც თქვა [რედ: მესიმ თქვა, რომ 2020 წლის ოქროს ბურთი ლევანდოვსკის უნდა გადაეცეს], ამან ძალიან იმოქმედა. ეს უბრალოდ სიტყვები არაა, ეს ჩემს კარიერაში სასიამოვნო მომენტად დარჩება,” – თქვა 33 წლის პოლონელმა

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *