რობერტ ლევანდოვსკიმ VAR-ის ტექნოლოგიაზე გააკეთა კომენტარი:
„ჩემპიონთა ლიგის ორი ნახევარფინალი და ერთი მეოთხედფინალი მსაჯების შეცდომების გამო წავაგე. შეიძლებოდა ფინალში გავსულიყავით და მოგვეგო. ვფიქრობ, VAR-ი კარგია, თუ სწორად გამოიყენებ“.
პოლონელმა ბომბარდირმა ასევე ისაუბრა თავის საკლუბო ამბებზე:
„მომავალზე არ ვფიქრობ. ახლანდელი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ და მიმდინარე სეზონზე ვფიქრობ. ხმებს მივეჩვიე, ეს ხმები ყოველწლიურადაა, ამიტომაც არ მანაღვლებს. პრესას უკვე დიდი ხანია არ ვკითხულობ“.
(TWITTER Bayern & Germany)