ბაიერნის ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა.
“გვარდიოლამ მასწავლა ფეხბურთი სხვა მხრიდან როგორ დამენახა. მომენტის შეგრძნება, მოძრაობა, ტაქტიკა – თამაში სხვაგვარად დავიწყე.
პეპის შემდეგ, სულ სხვა ფეხბურთს სულ სხვაგვარად ვთამაშობ, რადგან ამ სპორტს გვერდიდანაც ვხედავ. უკვე ვიაზრებ, ვინ შეცდა, ვინ კარგად ითამაშა, მოწინააღმდეგეზე ერთი ნაბიჯით წინ როგორ უნდა ვიყო…
ვსაუბრობდით, ტაქტიკას მიხსნიდა და მითხრა: “არ შემიძლია შეტევაში უფრო ძლიერი გაგხადო, იმიტომ, რომ უკვე მაგარი ხარ, თუმცა შემიძლია გუნდს დავეხმარო ბურთი საჯარიმოში როგორ მოგიტანონ, სადაც უკვე იცი რა უნდა გააკეთო,” – გაიხსნა ლევანდოვსკიმ.