ლევანდოვსკი: რუსეთთან თამაში ვერ წარმომიდგენია

რობერტ ლევანდოვსკის კომენტარი ომზე და რუსეთი-პოლონეთის მოახლოებულ მატჩზე. ბაიერნის ბომბარდირმა განცხადება გააკეთა:

„სპორტში რაც მშვენიერი ხდება, ომი აფუჭებს. თითოეული ადამიანისთვის, რომლებიც აფასებენ თავისუფლებასა და მშვიდობას, უკრაინის მიმართ აგრესია მძიმე საყურებელია. როგორც ნაკრების კაპიტანი, თანაგუნდელებს დაველაპარაკები რუსეთთან მატჩის გარშემო, რათა საერთო პოზიცია დავიკავოთ. (Twitter)“

ლევანდოვსკიმ პოლონურ პრესას ასევე უთხრა: „ვერ წარმომიდგენია რუსეთთან თამაში იმ დროს, როცა სამხედრო აგრესია გრძელდება. გასაგებია, რომ რუსი ფეხბურთელები და გულშემატკივრები ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებთ ისე, თითქოს არაფერი არ ხდება“.

მარტის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი ფლეი-ოფებია, მათ შორის, რუსეთი-პოლონეთი, შვედეთი-ჩეხეთი. გამარჯვებულები შემდეგ ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს და ამ ოთხიდან საუკეთესო გავა მსოფლიოზე.

სამივე ქვეყანა აპირებს, რომ რუსეთში თამაშს ბოიკოტი გამოუცხადოს. მეტიც, შესაძლოა არათუ რუსეთში, მათ წინააღმდეგ სხვაგან თამაშზეც უარი თქვან.

და რა მოჰყვება ამას? რუსებს იმედი აქვთ, რომ ტექნიკური წაგება…

Leave a comment

Your email address will not be published.