ლევანდოვსკი: სიამოვნებით გავცვლიდი ამ გოლებს…

რობერტ ლევანდოვსკიმ ამ ევროპის ჩემპიონატში 3 გოლი გაიტანა, მაგრამ ეს პოლონეთს არ ეყო ჯგუფიდან გასასვლელად. პოლონეთმა ჯამში მხოლოდ ერთი ქულა აიღო. ბაიერნის ტოპ-თავდამსხმელმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ის ფაქტი საერთოდ არ მამშვიდებს, რომ ჩემთვის საუკეთესოა ევროა და 3 გოლი გავიტანე. ამ გოლებს სიამოვნებით გავცვლიდი მერვედფინალის საგზურში. ვფიქრობ, მეტს ვიმსახურებდით და აპლოდისმენტები აშკარად მცირე ჯილდოა. არ გაგვიმართლა. ბევრ მომენტს ვქმნიდით, მაგრამ ვერ ვიყენებდით, ხოლო ჩვენს მეტოქეებს ზოგჯერ ნახევარშანსიდან გაჰქონდათ. ორჯერ მოვარტყი ბურტი ხარიხას.

…ალბათ, საერთო ჯამში კლასი და ოსტატობა დაგვაკლდა. ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ გავვარდით“.

დაახლოებით იგივე თქვა პოლონელთა პორტუგალიელმა მწვრთნელმა პაულო სოუზამ – თამაშიდან გამომდინარე, მერვედფინალს ვიმსახურებდითო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *