ბაიერნის ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ფიფას ჯილდოსა და ოქროს ბურთზე ისაუბრა. მან ეს პრიზები ერთმანეთს შეადარა და ხაზი პირად ფასეულობებსაც გაუსვა…
“ფიფას საუკეთესო ფეხბურთელისა და ოქროს ბურთის ჯილდოებზე ბევრი ვიფიქრე. იმ დასკვნამდე მივედი, რომ ფიფას ჯილდო უკეთესია. ოქროს ბურთის მოსაპოვებლად მხოლოდ ჟურნალისტების ხმებია საჭიროა.
ფიფაში საქმე სხვაგვარადაა, საუკეთესოს ჟურნალისტები, კაპიტნები და მწვრთნელები ერთად ირჩევენ. ჩემი აზრით, ისინი მიღწევებს რეალისტურად აფასებენ. შესაძლოა, ოქროს ბურთს უფრო მაღალი პრესტიჟი აქვს, მაგრამ ფიფამ საუკეთესოდ მიყოლებით ორჯერ რომ დამასახელა, რითაც ვამაყობ, რადგან ვიცი, რამდენი ვიშრომე.
ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჯილდოებს ცივი გონებით ვუყურებ. საქმე ისე არ არის, რომ რაღაც ჯილდოს ვერ მოგების შემდეგ ძილი მიჭირს. აქ პრობლემას ვეძებ, მაინტერესებს რატომ ჩავფლავდი, მით უფრო, ვხვდები, რომ პოლიტიკა თავის როლს თამაშობს.
ეს შედეგები იმაზე გავლენას არ ახდენს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კი თამაშით სიამოვნების მიღება და გუნდის წარმატებაა,” – თქვა ლევანდოვსკიმ.