ლევან კობიაშვილი: არ მაქვს იმის განცდა, რომ წელს ევროტურნირებზე რამე განსაკუთრებული მოხდება

ტელეკომპანია იმედის გადაცემაში სპორტი იმედზე ლევან კობიაშვილმა არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წელს ევროტურნირებზე განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს.

“საბოლოო  ჯამში ევროტურნირებზე ვხედავთ სად ვართ და რას წარმოვადგენთ. ისევე როგორც წინა წლებში, არც ახლა ვარ ბედნიერი. არ მაქვს იმის განცდა, რომ წელს ევროტურნირებზე რამე განსაკუთრებული მოხდება. თუ კარგ ლეგიონერებს ვერ ჩამოვიყვანთ, გამორიცხულია იმ წარმატების მიღწევა, რომელიც გვინდა. ერთია ჩვენ რა გვინდა და მეორეა ფინანსები. ეს ყველაფერი მათ მფლობელებზეა დამოკიდებული. შიდა ტრანსფერი კარგია, თუმცა ეს ვერც ჩემპიონატის დონეს აწევს და ვერც ევროტურნირებზე მივაღწევთ წარმატებებს.”-განაცხადა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ევროტურნირებზე მონაწილეობას დინამო ბათუმი, დინამო თბილისი, გორის დილა და საბურთალო მიიღებენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *