ლევან კობიაშვილი სფფ-ს პრეზიდენტად აირჩიეს

ზედიზედ მესამედ – ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს. დღეს გამართულ საარჩევნო ყრილობაზე, 28 დელეგატმა მიიღო მონაწილეობა და ყველამ  ხმა სწორედ ერთადერთ კანდიდატ ლევან კობიაშვილს მისცა.

კობიაშვილი პრეზიდენტად პირველად 2015 წლის ოქტომბერში არიჩიეს, შემდეგ 2019 წლის თებერვალში და ახლა უკვე მესამედ იქნა სფფ-ს პრეზიდენტად არჩეული.

“დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. დელეგატებს, საზოგადოებას, გულშემატკივრებს, მედიის წარმომადგენლებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს წლები, როდესაც ერთობლივად, საკმაოდ რთულ პერიოდში ჩავიბარეთ ფეხბურთის ფედერაცია. დღეს კი, განხორციელებული პროექტები იმის საშუალება გვაძლევს, რომ დავინახოთ პროგრესი, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს. 

დარწმუნებული ვარ, მომდევნო 4 წელი არ იქნება მარტივი, იქნება გამოწვევები, თუმცა მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. საზოგადოებამ იცის, თუ რას ვაკეთებდით განვლილი 4 წლის განმავლობაში. ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს წინსვლა, განვვითარდით, თუმცა გვაქვს საკითხები, სადაც გვჭირდება ცვლილებები. ეს ვერ იქნება მხოლოდ ერთ ადამიანზე დამოკიდებული, ეს არის საერთო საქმე, ქართული ფეხბურთის, რაშიც ვგულისხმობ თითოეულ ადამიანს, მათ შორის მოთამაშეებს, ხელმძღვანელ პირებს და ეს იქნება ჩვენი მთავარი გამოწვევა”. – განაცხადა კობიაშვილმა.

ფოტო: სფფ

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *