საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პრეს სამსახურის ცნობით:
“საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ბოლო ორი დღეა დამატებით გართულებები არ ჰქონია, თუმცა მანამდე ყველა შესაძლო გართულება ჰქონდა. ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ.
ერთ-ერთ საუკეთესო კერძო კლინიკაშია იოჰანესბურგში – Milpark hospitals . ადგილზე არის მაღალტექნოლოგიური მკურნალობის სრული შესაძლებლობა, ამიტომ ოჯახმა სადმე გადაყვანის გადაწყვეტილება არ მიიღო
. ჩართულია ჩვენი ელჩი ბექა დვალი. ძალიან ეხმარება იქ ადგილზე ქართველი ექიმი ვახტანგ რეხვიაშვილი, რომელიც ძალიან წარმატებული და ავტორიტეტული ექიმია და მისი კონტაქტებითაც მაქსიმალური ყურადღება აქვს. მოკლედ, რაც შესაძლებელია ყველაფერს უკეთებენ.”