ლევან მაისაშვილი: მეტ ყურადღებას იტალიასთან მატჩს ვუთმობთ

მეოთხე დღეა ბორჯღალოსნები ქუთაისში, აიას ბაზაზე ზაფხულის ტესტ მატჩებისთვის მზადებას გადიან. გუნდმა შეკრება 26 ივნისს, 33-კაციანი შემადგენლობით დაიწყო.

ლევან მაისაშვილი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
“ქუთაისში სარაგბო ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი საუკეთესოა. აქ ყველაფერი კომპაქტურადაა მოწყობილი. მოედნები კარგ მდგომარეობაშია, სტუმართმოყვარეობით კი, ქუთაისს ბადალი არ ყავს. აია არენაზე ადრეც გვითამაშია და ვიცით, რომ გულმხურვალე ქომაგობა გვექნება. ზოგადად, რეგიონებში თამაში კარგი პრაქტიკაა, რადგან საქართველოს ნაკრები მარტო დედაქალაქის გუნდი არ არის.
ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა. სეზონი ახალი დასრულებული აქვთ და კარგია, რომ სათამაშო პრაქტიკას არ უჩივიან. მათ უმეტესობას სეზონის განმავლობაში საკმარისი სათამაშო დრო მოუგროვდათ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ სავარჯიშო პროცესი ზუსტად ვმართოთ.
ზაფხულის ტესტებზე დიდი ყურადღება იტალიასთან მატჩზე გვაქვს გადატანილი, თუმცა ყველა თამაშისთვის სერიოზულად ვემზადებით. არგენტინა XV გაცილებით უფრო ძლიერი შემადგენლობით ჩამოვიდა ვიდრე ველოდთ, რაც ძალიან კარგია. ისე, როგორც ყველა, არგენტინაც მსოფლიოს თასისთვის ემზადება და მის ახალ მთავარ მწვრთნელ მაიკ ჩეიკას ყველა კანდიდატის საქმეში ხილვა სურს. სწორედ ამიტომ, საქართველოში ისეთი მოთამაშეებიც ჩამოვიდნენ, რომლებიც ამ ეტაპზე პირველი გუნდის გაფართოებულ, 35-კაციან შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ”.

Возможно, это изображение 3 человека, борода, люди стоят и в помещении

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი:
გურამ გოგიჩაშვილი (რასინგი), ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი), ნიკა აბულაძე (შავი ლომი), შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა), ჯაბა ბრეგვაძე (კუბოტა), ბექა გიგაშვილი (ტულონი), ლუკა ჯაფარიძე (ბრივი), გურამ პაპიძე (ლა როშელი)
მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბაიონი), ლაშა ჯაიანი (შავი ლომი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (ბაიონი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი)
მესამე ხაზი: ბექა საღინაძე (ლიონი), ბექა გორგაძე (პო), ოთარ გიორგაძე (ბრივი), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი)
№9: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გელა აფრასიძე (მონპელიე), მიხეილ ალანია (ორიაკი)
№10: თედო აბჟანდაძე (ბრივი), ლუკა მატკავა (შავი ლომი);
№12-13: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი), გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), ლაშა ლომიძე (შავი ლომი);
№11-14: აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), სანდრო თოდუა (შავი ლომი), დავით მესხი (ენისეი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი);
№15: დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი).

3 ივლისი
საქართველო-არგენტინა XV
10 ივლისი
საქართველო-იტალია
16 ივლისი
საქართველო-პორტუგალია

Возможно, это изображение 1 человек и в помещении

Leave a comment

Your email address will not be published.