საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
მაისაშვილი ერთ თვეზე მეტია, რაც იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში Milpark Hostpitals-ში მკურნალობს. პროცესში თავიდანვე ჩართულნი არიან საქართველოს ელჩი ბექა დვალი და სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ვახტანგ რეხვიაშვილი. მაისაშვილი ჯერჯერობით კვლავ რჩება იოჰანესბურგის კლინიკაში. ის კონტაქტზე გამოდის და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდა საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე პრეზიდენტი ნიკა ალავიძე. ამჯერად კი, ლევანთან საქართველოს ნაკრების მენეჯერი და მისი აღზრდილი, ყოფილი ლელოელი ლექსო იორდანიშვილია.
ბოლო ინფორმაციით, ლევან მაისაშვილი საქართველოში მალე დაბრუნდება.