საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა კორონას ვირუსი დაამარცხა და საქართველოში დაბრუნდა. ბორჯღალოსნები ივლისის ტესტებზე სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდნენ, სადაც ნაკრების მომსახურე ავტობუსის მძღოლისგან რამდენიმე მორაგბე და ლევან მაისაშვილი დაინფიცირდა. მორაგბეები მალევე გამოჯანმრთელდნენ და სამშოლოში დაბრუნდნენ. მაისაშვილს კი, ვირუსი გაურთულდა და იოჰანესბურგის უმაღლესი დონის კერძო კლინიკაში თითქმის ორი თვე მკურნალობდა.
ბორჯღალოსნების თავკაცი ახლა თბილისშია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ვუსურვებთ ლევან მაისაშვილს ჯანმრთელობასა და წარმატებას თავის საქმიანობაში.
ლევან მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა
