ლევან მაისაშვილი: ტესტებისთვის ოპტიმალური შემადგენლობა შევკრიბეთ

საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტებზე ორ მატჩს გამართავს. 14 ნოემბერს ბორჯღალოსნები ბორდოში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. 20 ნოემბერს, მადრიდთან ახლოს კი, ფიჯის ეროვნულ გუნდს ვეთამაშებით. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ტესტებისთვის 33-კაციანი, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

ბორჯღალოსნები უკვე შევარდენის სანაკრებო ბაზაზე არიან და მზადებას შეუდგენ. 7 ნოემბერს კი, ბორდოში გაემგზავრებიან და ერთი კვირის თავზე ლე ბლოს ეთამაშებიან.

ლევან მაისაშვილი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
“ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობა შევკრიბეთ. შეკრებაზე გვყავს თითქმის ყველა ის მოთამაშე, რომლის ხილვაც ამ ეტაპზე გვსურდა. ერთადერთი ჯაბა ბრეგვაძემ ვერ შეძლო ჩამოსვლა. მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეებმა ტრავმები მოიშუშეს და დაგვიბრუნდნენ. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ყველას ერთად ნახვა ძალიან სასიამოვნოა.

ასევე სასიამოვნოა, რომ მოთამაშეთა უმეტესობას კლუბებში საკმარისი სათამაშო დრო აქვთ და მომავალ შეხვედრებს კარგ ფორმაში ხვდებიან. კარგი იყო შავ ლომს მესამე თამაშიც ჩაეტარებინა, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. კარგია, რომ მოსამზადებელი ეტაპი ერთად გავიარეთ და ამ მხრივ უკეთეს პოზიციაში ვართ, ვიდრე გასულ წლებში. 2017-2019 წლებში ლეგიონერების აქტივობა კლუბებში იყო დაბალი, რასაც პანდემია მოყვა. კარგია, რომ წელს სურათი შეიცვალა და უთამაშებლობის პრობლემა ისე მწვავედ აღარ დგას”.

საქართველოს ნაკრები

I ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, შალვა მამუკაშვილი, გიორგი ჭყოიძე, ვანო კარკაძე, ბექა გიგაშვილი, გიორგი მელიქიძე, ლუკა ჯაფარიძე

II ხაზი: კოტე მიქაუტაძე, ნოდარ ჭეიშვილი, დავით გიგაური, ლაშა ჯაიანი, გრიგორ ქერდიყოშვილი

III ხაზი: გიორგი ცუცქირიძე, ბექა საღინაძე, თორნიკე ჯალაღონია, ოთარ გიორგაძე, ბექა გორგაძე

№9: ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, მიხეილ ალანია

№10: თედო აბჟანდაძე, გიორგი ბაბუნაშვილი

№12-13: მერაბ შარიქაძე, გიორგი კვესელაძე, დემურ თაფლაძე, სანდრო სვანიძე

№11-14: სანდრო თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, მირიან მოდებაძე

№15: დავით ნინიაშვილი, ლაშა ხმალაძე

ნოემბრის ტესტები

14 ნოემბერი

საფრანგეთი-საქართველო

20 ნოემბერი

საქართველო-ფიჯი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *