ლევან მაისაშვილი: ფაქტობრივად, რუსეთის ნაკრებს ვეთამაშებით

ქართული ფრანჩაიზი “შავი ლომი” პენზადან დაბრუნების შემდეგ შევარდენის სანაკრებო ბაზაზე დაბანაკდა და შაბათს, სოჭში, კრასნოიარსკის ენისეისთან 30 ოქტომბერს გასამართი მატჩისთის ემზადება. რუსეთში გამარჯვების შემდეგ, გუნდი შინ დაბრუნდა, კვირას დაისვენა, ორშაბათი აღდგენას დაეთმო. ორი დღე სრულფასოვანი ვარჯიშები ჩატარდა. დღეს, გუნდს კვლავ დასვენების დღე ექნება, პარასკევს კი, სოჭში გაემგზავრება.

“შავი ლომის” მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა პენზას “ლოკომოტივთან” გამათული მატჩი შეაფსა და მომავალ მეტოქეზეც ისაუბრა. :

ლევან მაისაშვილი, “შავი ლომის მთავარი მწვრთნელი:

“კმაყოფილი ვარ, რადგანაც სტუმრად დაგეგმილი გამარჯვება მოივიპოვეთ და 5 ქულა ავიღეთ. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, გვქონდა პრობლემები, რაც ძირითადად ორი მიზეზითაა გამოწვეული: პირველი ეს არის ქარი და მძიმე მოედანი, რომელმაც თამაშს თავისი ხელი დაატყო და მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებები. არბიტრზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ რეალურად წნეხის ქვეშ მოგვაქცია. აქ პოზიტივი ისაა, რომ მოთამაშეები ასეთ პირობებში თამაშსაც უნდა მიეჩვიონ. ჩვენი მოთამაშეების ნაწილს დებიუტი ქონდა საერთაშორისო არენაზე და ამ კუთხითაც კარგი პრაქტიკა გავიარეთ. გვქონდა ვიდეო-ანალიზი და იმედს ვიტოვებ, რომ ეს შეცდომები მომავალი მატჩისთვის დაფიქსირებული გვექნება.

ენისეი, როგორც შემადგენლობით, ასევე თამაშის სტილით, ფაქტობრივად, რუსეთის ნაკრებია, გაძლიერებული სამხრეთაფრიკელი მოთამაშეებით. ამ გუნდს საერთაშორისო ასპარეზზე დიდი გამოცდილება აქვს, თავდაჯერებული და შეთამაშებულია. სოჭში იოლი გასეირნება არ გველის. 9 და 10 ნომერი ფეხით კარგად თამაშობენ, რაც ახალი წესების გათვალისწინებით ყურადსაღებია. ვეცდებით მაქსიმალურად შევზღუდოთ მეტოქე, მათ თავს ჩვენი თამაში მოვახვიოთ და გავიმარჯვოთ”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *