ლევან მაისაშვილი: ჩვენთვის დიდი პატივია მსოფლიოს ჩემპიონებთან თამში

2 ივლისს, საქართველოს ნაკრები პრეტორიაში მსოფლიოს თასის მფლობელ სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება. მატჩის წინ ბორჯღალოსნების მწვრთნელებმა ლევან მაისაშვილმა და ილია მაისურაძემ პრესკონფერენცია გამართეს.

ლევან მაისაშვილი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

“სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირთან შესანიშნავი, საქმიანი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და მსოფლიოს თასის მფლობელთან თამაში.

ჩვენს გუნდს გამოცდილება სჭირდება. ვფიქრობ ბოკესთან თამაში ახალგაზრდა მორაგბეებს, რომლებიც გუნდში მრავლად გვყავს ბევრ სასარგებლოს შესძენს. ეს ბიჭები საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მოთამაშეები არიან, რომლებსაც ამ ასაკში მაღალი დონის გუნდებთან თამაშის გამოცდილება აქვთ. იმედი გვაქვს, რომ ისინი სპრინბოკის წინააღმდეგ ასპარეზობისას კიდევ უფრო გაიზრდებიან.

ჩვენი მორკინალები ტრადიციულად, ფიზიკურად ძლიერები არიან, მაგრამ ჩვენ ვეთამაშებით გუნდს, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შერკინება ჰყავს. ამიტომ, მხოლოდ მორკინალების თამაშით ფონს ვერ გავალთ და ამიტომ საქმეში უნდა ჩავრთოთ უკანახაზელების პოტენციალი. იმედი მაქვს, ისინი გვიჩვენებენ რა შეუძლიათ”.

 

საქართველო:  15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. დემურ თაფლაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე.      1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. დავით გიგაური, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი ცუცქირიძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია

16. გიორგი ჭყოიძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი ჯავახია 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. ილია სპანდერაშვილი

 

 

<

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *